მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გამარჯვებასა და კუმისში საბავშვო ბაღები აშენდა

საბავშვო ბაღი გარდაბანში

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ გამარჯვებასა და კუმისში მცხოვრები მოსახლეობა, ახალ სასწავლო წელს საბავშვო ბაღების განახლებული ინფრასტრუქტურით შეხვდება. ამის შესახებ ინფორმაციას გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები საქართველოს ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა, მუნიციპალური განვითარების ფონდის ხელმძღვანელმა გიორგი შენგელიამ, მხარის რწმუნებულის მოადგილე ზვიად ჭუნაშვილმა, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერმა რამაზ ბუდაღაშვილმა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა მოინახულეს.

გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, სოფელ გამარჯვების ახლად აშენებული საბავშვო ბაღი 110 აღსაზრდელეზეა გათვლილი, ხოლო სოფელ კუმისის სააღმზრდელო დაწესებულება 90 აღსაზრდელს მოიცავს. ორივე ობიექტი სრულად პასუხობს თანამედროვე გამოწვევებს, შენობა სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის.

საბავშვო ბაღების მშენებლობას მუნიციპალური განვითრების ფონდი აფინანსებს, სამშენებლო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული სამშენებლო კომპანია შპს „მშენებელი“ 2 900 000 ლარად ახორციელებს.