მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ღორეშა-სარგვეში-ბაზალეთის დამაკავშირებელ გზაზე ასფალტ-ბეტონის საფარის დაგება დაიწყო

ღორეშა-სარგვეში-ბაზალეთის დამაკავშირებელ გზაზე ასფალტ-ბეტონის საფარის დაგება დაიწყო.

გზის მოწყობის სამუშაოები მუნიციპალური განვითარების ფონდიდან 8 730 160 ლარით ფინანსდება, რომელსაც „კავკასუს როუდ პროჯექტი“ ასრულებს. ამის შესახებ ახალი ამბების სააგენტო PIA.GE -ს ხარაგაულის მერიის საზოგადეობასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსმა განუცხადა.

მიმდინარე სამუშაოებს მერის მოვალეობის შემსრულებელი თეიმურაზ ჩხეიძე და სარგვეშის ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენელი ჯემალ კალანდაძე ადგილზე გაეცნენ.

პროექტის ფარგლებში 11 კილომეტრიან მონაკვეთზე ეწყობა ახალი ხიდები და მილხიდები, ასევე მოხდება გზის მონიშვნა და საგზაო ნიშნების განთავსება.

საგზაო სამუშაოების დასრულების შემდეგ კი ათამდე სოფელი შეძლებს რაიონის ცენტრამდე უპრობლემოდ გადაადგილებას.