მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გორის სამხედრო ჰოსპიტალსა და ეროვნული თავდაცვის აკადემიაში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა

სამხედრო ჰოსპიტალში დეზინფექცია

გორის სამხედრო ჰოსპიტალისა და დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნული თავდაცვის აკადემიის ტერიტორიაზე თავდაცვის ძალების ლოჯისტიკის სარდლობამ სადეზინფექციო სამუშაოები ჩაატარა.

სპეციალური ხსნარით დამუშავდა ჰოსპიტალისა და აკადემიის გარე პერიმეტრი. სპეციალური ტექნიკის გამოყენებით დეზინფექცია ჩაუტარდა სავალი გზის ნაწილსაც.

თავდაცვის ძალების სამხედრო ნაწილებში სადეზინფექციო სამუშაოები რეგულარულად ტარდება. განხორციელებული საპრევენციო ღონისძიებები ჯანდაცვის მინისტრის ბრძანების, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოსა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული რეკომენდაციების გათვალისწინებით ხორციელდება.