მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გორში მიუსაფარ ძაღლებს ვეღარ აკონტროლებენ

ძაღლის აცრა, ცოფი

გორის მუნიციპალიტეტის მოსახელობის ჩივილი და ზარები ცხელ ხაზზე არ წყდება, რადგან მიუსაფარი ძაღლების რაოდენობა და მათი აგრესია საზოგადოების მიერ მომრავლდა.

როგორც საინფორმაციო სააგენტო PIA.GE-ს გორის ცენტრალურ საავადმყოფოში განუცხადეს, ბოლო პერიოდის განმავლობაში გახშირდა ძაღლისგან დაკბენილი მოსახლეობის, ძირითადად, ბავშვების შეყვანა კლინიკაში.

მოსახლეობა აქტიურად ჩივის და რეკავს მერიის ცხელ ხაზზე პრობლემის მოგვარების მიზნით. მათი თქმით, ძაღლების რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება და საშიშროებაც მატულობს.

როგორც საინფორმაციო სააგენტო PIA.GE-სთან საუბრისას გორის მუნიციპალიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა განაცხადა, საფრთხე არ არსებობს, რადგან ეს ძაღლები ქუჩაში სრულიად უსაფრთხოდ დადიან და თავად მერია ვერ მოახერხებს იმის კონტროლს, ვინ ესვრის მას ქვას და ვის მიმართ იქნება ძაღლი აგრესიული.

ფაქტთან დაკავშირებით, საუბრობს გორის სპეციალური სერვისების მიწოდების წარმომადგენელი, თამარ აფციაური.

„ჩვენ ამ ძაღლებს ვუტარებთ სრულ პოპულაციას, რაც ნიშნავს იმას, რომ სტერილიზაციის, კასტრაციისა და აცრის პროცესის შემდეგ გადიან გარეთ, სრულიად უსაფრთხოები“,-განაცხადა თამარ აფციაურმა.

მისი თქმით, პრობლემა ადამიანებშია, ისინი თავად ექცევიან ცხოველებს აგრესიულად და ამიტომაც ხდება მსგავსი შემთხვევები.

„სააგენტო მაქსიმალურად ცდილობს მოახერხოს საზოგადოებასთან კომუნიკაცია, მოაწესრიგოს ძაღლი და ისე გაუშვას ქუჩაში, რადგან ეს არის სპეციალური სერვისების მიწოდების სააგენტო და არა თავშესაფარი“, - განაცხადა აფციაურმა.