მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გრიგოლეთის სანაპირო ზოლი იწმინდება

გრიგოლეთის სანაპირო ზოლი იწმინდება

უამინდობის მიუხედავად, გრიგოლეთის სანაპირო ზოლის დასუფთავება გრძელდება. ამის შესახებ ინფორმაციას ლანჩხუთის მუნიციპლაიტეტის მერია ავრცელებს.

„სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს და დღის ბოლომდე ტერიტორიიდან მყარი ნარჩენის გატანა მოხდება. „კეთილმოწყობის და მომსახურების ცენტრის“ თანამშრომლები ყოველდღიურ რეჟიმში გააგრძელებენ მუშაობას. მუნიციპალურ პლაჟზე ახალი სანაგვე ურნები განთავსდება“, - ნათქვამია ლანჩხუთის მერიის განცხადებაში.

გრიგოლეთის სანაპირო ზოლი 29 ივლისს ძლიერი წვიმის შედეგად დაზიანდა. ადგილზე დასუფთავების სამუშაოები მეორე დღეა მიმდინარეობს.