მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გუდაურში სასტუმრო „მარკო პოლოსთან“ მისასვლელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულების ეტაპზეა

მარკო პოლო სასტუმრო

გუდაურში სასტუმრო „მარკო პოლოსთან“ მისასვლელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულების ეტაპზეა. ამის შესახებ ინფორმაციას ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათივე თქმით, პროექტის ფარგლებში ორ ფენიანი ასფლატი 240 მეტრზე დაიგო, ეწყობა სანიაღვრე სისტემა. სარეაბილიტაციო სამუშაოების ძირითადი ნაწილი უკვე დასრულებულია.

პროექტის ღირებულება, რომლის სარეაბილიტაციო სამუშაოებს შ.პ.ს „ბილტმორი“ ახორციელებს, 229 250 ლარს შეადგენს.

ინფორმაციისთვის, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურის გასაუმჯობესებლად მიმდინარე წელს პროექტები აქტიურად ხორციელდება.

ადგილობრივი ხელისუფლება შესაბამის უწყებებთან ერთად მუშაობს, რათა მუნიციპალიტეტში მიმდინარე პროექტები ხარისხიანად და გათვალისწინებულ ვადებში შესრულდეს.