მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ისე ნუ მოიქცევით რომ ბათუმში შვილებს უთხრან მშობლებმა - ასეთები არ გაიზარდოთ” - თორნიკე რიჟვაძე ბათუმის აქციის შესახებ

ისე ნუ მოიქცევით, რომ ბათუმში შვილებს უთხრან მშობლებმა - ასეთები არ გაიზარდოთ

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ ბათუმში მიმდინარე აქციის შესახებ კომენტარი გააკეთა და მთავრობის ხელმძღვანელებს სიმშვიდისკენ მოუწოდა. 

,,ალბათ არ ღირდა ამ საკითხით შეწუხება, თუმცა ვინაიდან გუშინ ერთი რიგითი ბათუმელიც კი შეწუხდა ე.წ. მარგინალების ზღვარგადასული პროტესტით, თავს ვალდებულად მივიჩნევ, ამ ოც კაციან ბანდას კიდევ ერთხელ მოვუწოდო, რომ არც პარტია, არც თქვენი გაქცეული ბელადი არ ღირს, რომ თქვენს უსაქციელობაზე, უკადრებლის კადრებაზე საუბრობდეს მთელი აჭარა.

ამ კუთხის შვილები ხართ და რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, რომ ოდნავ მაინც შეინარჩუნოთ სახე, რომ მეზობელს მისალმება არ შერცხვეს და ნათესავს კიდევ, ოჯახში შეშვება. საბოლოო ჯამში, ნუ მოიქცევით ისე, რომ თქვენი უსაქციელობით ბათუმში მშობლები შვილებს ეუბნებოდნენ - ასეთები არ გაიზარდოთ". - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

👉 ინფორმაციისთვის, ბათუმში „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტების პროტესტი მესამე დღეა აქტიურად მიმდინარეობს.

👉 30 ნოემბერს სამართალდამცველებსა და მომიტინგეებს შორის დაპირისპირება მოხდა, რის შედეგადაც პოლიციამ რამდენიმე პირი დააკავა.

აგრეთვე წაიკითხეთ 👇

👉 ბათუმში ოპოზიციის აქცია განახლდა