მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ჯანდარის მაგისტრალური არხი გაიწმინდა

ჯანდარში არხიგაიწმინდა

შპს „საქართველოს მელიორაციამ“ ქვემო ქართლში, ჯანდარის მაგისტრალური სარწყავი არხის აღდგენითი სამუშაოების I ეტაპი დაასრულა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, მარნეულის მუნიციპალიტეტში ხე-მცენარეებისა და ბუჩქნარისაგან არხის 2000 მეტრიანი მონაკვეთი გაიწმინდა.

„ექსპლუატაციის პროგრამით განხორციელებული ღონისძიებები, არხში წყლის შეუფერხებლად გადინებას უზრუნველყოფს, რაც მუნიციპალიტეტში 40 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე სარწყავი წყლის მიწოდებას გააუმჯობესებს.

დღეისათვის ქვეყნის მასშტაბით სამელიორაციო ინფრასტრუქტურის 34 სარეაბილიტაციო პროექტი მიმდინარეობს, რომელთა დასრულების შემდეგ დამატებით 3 200 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი მოირწყვება, სარწყავი წყლის მიწოდება 17 000-ზე მეტ ჰექტარზე გაუმჯობესდება, ხოლო დამშრალი ფართობის რაოდენობას 4 500 ჰექტარი დაემატება“,- აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.