მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ჯაპანა-ლანჩხუთის მონაკვეთზე მოძრაობის გახსნა ზაფხულში იგეგმება

მშენებლობა გრძელდება

დასავლეთის ავტომაგისტრალის სამტრედია-გრიგოლეთის სხვადასხვა მონაკვეთზე მშენებლობა-რეაბილიტაციის პროცესს ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი გაეცნო.

საქართელოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, ჯაპანა-ლანჩხუთის მონაკვეთზე მოძრაობის გახსნა წელს ზაფხულში იგეგმება. პარალელურად, მიმდინარეობს შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზის რეაბილიტაცია, რომლის დასრულების შემდეგ ტრანსპორტის ძირითადი ნაწილი არ გამოიყენებს ჯაპანას სარკინიგზო გადასასვლელს, რაც მნიშვნელოვნად აფერხებს მოძრაობას და გვერდს აუვლის 6 მჭიდროდ დასახლებულ სოფელს, ესაა - ჯაპანა, ქვიანი, ჭყონაგორა, ნიგოითი, ზემო და ქვემო შუხუთი.

ვიცე-პრემიერი ასევე გაეცნო აბაშა-გაღმა კოდორი-გულეისკირი-ჯაპანას საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოს. ეს მონაკვეთი სამტრედია-გრიგოლეთის ახალ ჩქაროსნულ ავტომაგისტრალს შეუერთდება.