მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კახეთში ავტომობილში ხელყუმბარა და ვინჩესტერის ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი აღმოაჩინეს

პოლიციის მანქანა და ლენტი

კახეთის პოლიციის თანამშრომლებმა, გურჯაანში მსუბუქი ავტომანქანა გააჩერეს, რომელშიც ხელყუმბარა და ვინჩესტერის ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი აღმოაჩინეს.

ავტომობილის მფლობელი, წარსულში ნასამართლევი ზაზა მგელიაშვილია, რომელიც, მისი განმარტებით, გურჯაანში, მამამისთან მიემგზავრებოდა.

მგელიაშვილის მამა გურჯაანში ცხოვრობს და ის წარსულში ნასამართლევია. ჰქონდა თუ არა, იარაღიან პირს, სხვა რამ განზრახვა, ამ წუთისათვის ცნობილი არ არის.

მომხდარ ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს განმარტება არ გაუკეთებია.