მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კახეთში დამოუკიდებლობის დღე აღნიშნეს

დამოუკიდებლობის დღის აღნიშნვნა

თელავში, დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად,  ცენტრალურ მოედანზე საქართველოს ეროვნული დროშები გამოფინეს.

კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა ირაკლი ქადაგიშვილმა და თელავის მუნიციპალიტეტის მერმა შოთა ნარეკლიშვილმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს.

"26 მაისი განსაკუთრებული თარიღია საქართველოს მრავალსაუკუნოვანი სახელმწიფოებრივი ცხოვრების ისტორიაში, იმიტომ რომ 102 წლის წინ მოხდა დემოკრატიული რესპუბლიკის შექმნა, საქართველომ ისარგებლა ისტორიული მომენტით და აღადგინა მრავალსაუკუნოვანი დამოუკიდებლობა. 20-ე საუკუნის გარიჟრაჟზე ეს იყო დემოკრატიული ქვეყანა, დემოკრატიული რესპუბლიკა, საუკეთესო კონსტიტუციიით, ადამიანის იმ უფლებებით განმსჭვალული, რაც დღესაც მნიშვნელოვანი და აქტუალურია ჩვენი ქვეყნისათვის.

26 მაისი არის იმ უწყვეტი მემკვიდრეობის გაგრძელება, რომელიც მოდის საუკუნეების წიაღიდან და გრძელდება დღევანდელობით. დღეს, საქართველო განუხრელად მიდის თავისუფლების, დემოკრატიის და გაძლიერიერების გზით. მთელ საქართველოს ვულოცავ დამოუკიდებლობის დღეს!", - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.