მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კახეთში მეოთხე დღეა 70 წლის კაცს ეძებენ

პატრულის მანქანა, ივნისი 2020 წ.

კახეთში მეოთხე დღეა 70 წლის კაცს ეძებენ. დაკარგული თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვანთაში მცხოვრები მერაბ ამბროსიძეა.

ის სახლიდან ოთხი დღის წინ გავიდა და მას შემდეგ კვალი იკარგება.

მომხდარის შესახებ ოჯახმა სამართალდამცველებს შეატყობინა, რის შემდეგაც სამძებრო პროცესში პოლიცია და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის რამდენიმე ეკიპაჟი ჩაერთო.