მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კასპის მუნიციპალიტეტში საცხოვრებელი ფართი 6 დევნილ ოჯახს დაუკანონდა

კასპში მიწები დაუკანონდათ

კასპის მუნიციპალიტეტში მართლზომიერ მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი ფართი 6 დევნილ ოჯახს საკუთრებაში გადაეცა. 

დევნილთა, ეკომიგრანტთა და  საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს   დირექტორი  ბესარიონ სიმონიშვილი და შიდა ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ამირან ქრისტესიაშვილი იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს ესტუმრნენ და საცხოვრებელი ფართების დაკანონების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს. 

იძულებით გადაადგილებული 6 ოჯახი კასპში, ფარნავაზის ქ.N18-ში წლების განმავლობაში ცხოვრობს, თუმცა ამ დრომდე საცხოვრებელი ფართები დაკანონებული არ ჰქონდათ.

დევნილთა სააგენტოს დირექტორის ბესარიონ სიმონიშვილის განცხადებით, გადაწვეტილება უკვე მიღებულია და მთავრობის განკარგულების შესაბამისად, იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს საცხოვრებელი ფართები საკუთრებაში გადაეცათ. 

დევნილებისთვის საცხოვრებელი ფართების დაკანონება ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. მიმდინარე წელს, მართლზომიერ მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი ფართი საკუთრებაში 1000-ზე მეტ იძულებით გადაადგილებულ ოჯახს გადაეცემა.