მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ქედის მერი: საგაზაფხულო სამუშაოები მუნიციპალიტეტში შეუფერხებლად მიმდინარეობს

დაბა ქედა, მუნიციპალიტეტი

წელს, პირველად ადგილობრივ ფერმერებს აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხელშეწყობით, უფასოთ შეუძლიათ დაამუშავონ ტექნიკით სახნავ-სათესი ფართობები.

"მუნიციპალიტეტებში საგაზაფხულო სამუშაოები შეიძლება ითქვას, შეუფერხებლად მიმდინარეობს. აღნიშნული პროგრამა ხელს შეუწყობს ადგილობრივ ფერმერებს დროულად მოახდინონ სავარგულების დამუშავება და ბაღჩეული კულტურების მოყვანა, რომლითაც მარაგდება როგორც მუნიციპალიტეტი, ასევე რეგიონის ბაზარი. ვფიქრობთ, ხვავრიელი შემოდგომა გვექნება", - აღნიშნა ლევან გორგილაძემ.  

სასოფლო-სამეურნეო სავარგულების დამუშავების პროცესს, სოფელ გოგიაშვილებში, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ტიტე აროშიძე, ქედის მერთან ლევან გორგილაძესთან ერთად გაეცნო.