მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ქედის მერიის პრიორიტეტების დოკუმენტი მოქალაქეების ჩართულობით მუშავდება

პრიორიტეტებზე მუშაობა

ქედის მერიამ მუნიციპალიტეტის 2021-2024 წლების პრიორიტეტების დოკუმენტზე მუშაობა მოქალაქეთა ჩართულობით დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას ქედის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათი ცნობით, ყველა ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენლისთვის ფოკუს ჯგუფებში მონაწილეობა, საჯარო შეხვედრები, ინტერაქტივი - პროცესში მერიას ექსპერტულ დახმარებას გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) „სოფლის განვითარების გაუმჯობესება საქართველოში“ პროექტის ფარგლებში მოწვეული ექსპერტები უწევენ.

„პროექტი ხელს შეუწყობს მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდას ბიუჯეტირების პროცესში და გულისხმობს თვითმმართველობაში პროგრამული ბიუჯეტირების ახალი მეთოდოლოგიის დანერგვას. შესაბამისი კვლევებისა და კამპანიების წარმოების შემდგომ, ქედის მაგალითზე შეიქმნება საუკეთესო პრაქტიკის სამაგიდო წიგნი, რომლითაც საქართველოს მასშტაბით სხვა მუნიციპალიტეტები ისარგებლებენ.

UNDP საქართველოში, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ფარგლებში, ახორციელებს პროექტს „საქართველოს განვითარების გაუმჯობესება საქართველოში (ENPARD III)“,- აღნიშნულია ქედის მერიის განცხადებაში.