მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ხარაგაულის მერი მოხალისეებს მადლობას უხდის

ხარაგაულის მერი და მოხალისეები ოფისში

„თქვენი გადაწყვეტილება ჩემთვის არის ძვირფასი და ასევე, ამ ქვეყნისთვის არის ძვირფასი.

დიახ, ხართ გამორჩეული ადამიანები და ვამაყობ თქვენით. დიდი რისკის შემცველია თქვენი გადაწყვეტილება და ამ საქმეზე ნაბიჯის გადადგმა ყველას არ შეუძლია. დიდ მადლობას გიხდით თქვენი ყოველდღიური შრომისთვის, ერთგულებისთვის, თავდადებისთვის, სიკეთისთვის“, - მიმართა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერმა ნიკოლოზ თოფურიძემ მოხალისეთა ჯგუფის წევრებს

ხარაგაულის მერიის მოხალისეთა ჯგუფი პირველად 22 მარტს შეიკრიბა. მათ გაიარეს საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაციის „წითელი ჯვრის“ მიერ ორგანიზებული ტრენინგი, თუ როგორ უნდა მოემსახურონ მოწყვლად ჯგუფებს.

მას შემდეგ მოხალისეებმა არაერთ სოციალურ, საქველმოქმედო და მოხალისეობრივ აქტივობაში მიიღეს მონაწილეობა.

მათი საქმიანობა იმ დრომდე გაგრძელდება ვიდრე ამის საჭიროება იქნება.