მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ხაშურში ბენზინმზიდს ხანძარი გაუჩნდა

ხანძარი ხაშურში

ხაშურში ბენზინმზიდ ავტომანქანას ცეცხლი გაუჩნდა. ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

როგორც საგანგებოში აცხადებენ, ადგილზე უმოკლეს დროში გამოცხადდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები. მეხანძრე-მაშველებს შემთხვევის ადგილზე, ერთ-ერთი ბენზინგასამართი სადგურიდან, დაახლოებით, 70 მეტრის მოშორებით, პარკინგზე, ცეცხლმოკიდებული 40-ტონიანი ბენზინმზიდი ცისტერნა დახვდათ.

„იყო ხანძრის გავრცელებისა და აფეთქების საშიშროება. ხანძრის ქრობის სამუშაოებში ჩართული იყო 5 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი. მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია.​ ოპერატიულად მოხდა უსაფრთხოების ზომების მიღება, საპატრულო პოლიციამ გადაკეტა პერიმეტრი და საშიში ზონიდან დაუყოვნებლივ გაიყვანა მოსახლეობა.

მეხანძრე-მაშველების დროული რეაგირების შედეგად მოხერხდა ხანძრის დროული ლოკალიზება და შემდგომში სრული ლიკვიდირება. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა“,- აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გაუფრთხილებლობით, ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ან შინაპატიმრობით ვადით ერთიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.