რეგიონი

ხელვაჩაურში მეწყერმა სახლი მაცხოვრებლებთან ერთად წაიღო

უხვი ნალექის შედეგები აჭარაში
00:46 02.10
დაკოპირებულია

აჭარაში უხვი ნალექის შედეგად მეწყერი ჩამოწვა. ხელვაჩაურის რაიონში სტიქიამ ერთი საცხოვრებელი სახლი წაიღო, რომელშიც მაცხოვრებლები იმყოფებოდნენ.

ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

„აჭარაში მოსული უხვი ნალექის გამო, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ში შემოსულია 400-მდე შეტყობინება. თვითმხილველების ინფორმაციით, ხელვაჩაურში მეწყერმა ერთი სახლი წაიღო, სადაც იმყოფებოდნენ მოქალაქეები. მიმდინარეობს მათი საძიებო სამუშაოები.

შეტყობინებების უმრავლესობა ეხება დატბორილ ქუჩებს, საცხოვრებელი სახლების პირველ სართულებს, ეზოებსა და სარდაფებს. რამდენიმე ადგილას, გზაზე, ჩამოწოლილია მიწის მასა და ჩახერგილია გზა, ადიდებულია მდინარეები და ღელეები.

მაშველებმა ავტოამწის დახმარებით, მდინარე სატეხიიდან ამოიტანეს ერთი ავტომობილი. მასში ადამიანები არ იმყოფებოდნენ.

სახანძრო-სამაშველო ჯგუფები მთელი აჭარის მასშტაბით მოსახლეობას სხვადასხვა სახის დახმარებას უწევენ. სამუშაოებში აჭარის 17 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი, 60-კაციანი შემადგენლობით არის ჩართული/

აჭარაში დამატებით მიემართება: იმერეთიდან - სპეციალური საშუალებებით აღჭურვილი 5 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი 18-კაციანი შემადგენლობით, სამეგრელოს 4 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი 19-კაციანი შემადგენლობით და თბილისის 3 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი 20-კაციანი შემადგენლობით“, - ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ამ დროისთვის მოქალაქეების ყველა შეტყობინებაზე სამსახურს შესაბამისი სამუშაოების ჩატარებული აქვს.

სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი

სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი - უახლესი...

ახალი ამბების სააგენტო Pia.ge გაგაცნობთ ყარაბაღის ტერიტორიაზე მიმდინარე სამხედრო...
„ზუგდიდში ჩატარებულმა სპეცოპერაციამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველოს ჰყავს პოლიცია, რომლის უ...
45 წუთის წინ
გადაუდებელი სამუშაოების გამო დღეს, 23 ოქტომბერს თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროები...
57 წუთის წინ
საქართველოს მეზობელ ქვეყნებში კოვიდინფიცირებულთა რაოდენობის მატება აღინიშნება. ასე გამოიყურება ბოლო...
09:09
„აზერბაიჯანი-საქართველოს ურთიერთობებს ორივე ქვეყნისთვის ყოველთვის სტრატეგიული მნიშვნელობა ჰქონდა. ეს...
00:48
ქართული დასის ლიდერი დავით გარეჯის საქმეზე ჯონდი ბაღათურია გამოიკი...
დავით გარეჯის საქმეზე პარტია „ქართული დასის“ ლიდერი ჯონდი ბაღათურია გამოიკითხა. იგი საგამოძიებო უყებ...
გივი მიქანაძე: ჩვენი პრიორიტეტია ყველა ა...
„განვითარებული რეგიონი ძლიერი ქვეყნის საწინდარია. მომდევნო წლებში ჩვენი გუნდი გა...
გოგი მეშველიანი: მოსახლეობის ინტერესების...
„ქართული ოცნების“ ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარობის კანდი...
დღეს ეროვნული გმირის ზაზა დამენიას დაბად...
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ ეროვნულ გმირს, ზაზა დამენიას დღეს...