მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფლებში სასოფლო გზების კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს

ხულოს მუნიციპალიტეტში შიდასასოფლო სამუშაოები მიმდინარეობს, 2020 წ.

ხულოს მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სოფლებში ინტენსიურად მიმდინარეობს შიდა სასოფლო გზების კეთილმოწყობის სამუშაოები.

აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის პროგრამის ფარგლებში, ამ ეტაპზე სოფელ ვაშლოვანის შიდა გზაზე ბეტონის საფარის დაგებამიმდინარეობს. მიმდინარე წელს დეპარტამენტის ბიუჯეტიდან ხულოს მუნიციპალიტეტისათვის 2 242 500 ლარი დაიხარჯება.

პროგრამის ფარგლებში, თითქმის ყველა სოფლის შიდა გზაზე ბეტონის საფარი დაიგება.