მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კლიმატის ცვლილებისადმი ადაპტაციის მიზნით გასატარებელ ღონისძიებებზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა

7.08.20 კლიმატის ცვლილებისადმი ადაპტაციის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ სამუშაო შეხვედრა გაიმართა

კლიმატით გამოწვეული საფრთხეებისა და ცვლილებისადმი ადაპტაციის მიზნით, ყვარელში სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი, საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანი და UNDP-ის ხელმძღვანელი ლუიზა ვინტონი ესწრებოდნენ. ამის შესახებ ახალი ამბების სააგენტო PIA.GE-ს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ადმინისტრაციაში განუცხადეს.

როგორც ნინო თანდილაშვილმა აღნიშნა, საქართველოს მთავრობა კლიმატის ცვლილებებისადმი ადაპტაციის მიმართულებით მნიშვნელოვან ღონისძიებებს და რეფორმებს ატარებს, მათ შორის, საკანონმდებლო დონეზე.

2019 წლიდან, საქართველოში ხორციელდება ფართომასშტაბიანი ინიციატივა, რომელიც მიზნად ისახავს მოსახლეობის დაცვას კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფებისგან. ამ შვიდწლიანი პროგრამის შესრულების შედეგად, გაიზრდება მოსახლეობის მედეგობა კლიმატური საფრთხეების მიმართ, შემცირდება კლიმატური კატასტროფების ზეგავლენა ინფრასტრუქტურასა და საარსებო გარემოზე, ხოლო 1.7 მილიონი ადამიანი უკეთ იქნება დაცული წყალდიდობისგან, წყალმოვარდნისგან, გვალვისა და სხვა კლიმატური საფრთხისგან.

შეხვედრა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ორგანიზებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან თანამშრომლობით და კლიმატის მწვანე ფონდის (GCF), შვეიცარიისა და შვედეთის მთავრობების ფინანსური ხელშეწყობით გაიმართა.