მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ქობულეთში, ალამბარი-მჟავანაძეების მიმართულებით 990 მეტრ მონაკვეთზე ასფალტო-ბეტონის საფარი მოეწყობა

გზის საფარის მოწყობა

ქობულეთის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის ალამბარი-მჟავანაძეების მიმართულებით 990 მეტრ მონაკვეთზე დაგეგმილია ასფალტო-ბეტონის საფარის მოწყობა.

ამ ეტაპზე ხელოვნური ნაგებობების მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს.

აღნიშნული საავტომობილო გზა უკავშირდება ალამბარი-ზენითის მიმართულებას. რეაბილიტირებული გზით 100-ზე მეტი ოჯახი შეძლებს კომფორტულ გადაადგილებას.