მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ქობულეთში შიდა სასოფლო გზების მოწყობა ინტენსიურად მიმდინარეობს

საგზაო სამუშაოები კვლავ გრძელდება

აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი ქობულეთის მუნიციპალიტეტში შიდა სასოფლო გზებზე ცემენტო-ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოებს ინტენსიურად ახორციელებს. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

უწყების ცნობით, სხვადასხვა სოფელში ბეტონის საფარის მოწყობა ეტაპობრივად მიმდინარეობს, რისთვისაც მიმდინარე წელს გამოყოფილია 9500 კუბ.მ. ბეტონი.

ამ დროისთვის ათ კილომეტრ შიდა სასოფლო გზაზე მოწყობილია 3540 კუბური მეტრი ცემენტო-ბეტონი.