მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ქუთაისის ინფექციური საავადმყოფოს ეზოში პაციენტებისთვის კარავი გაშალეს

ქუთაისის ჰოსპიტალის ეზოში კარავი გაშალეს

ქუთაისში, ჰოსპიტალ "მედიქალ სიტის" და "საერთაშორისო სამედიცინო ცენტრი"-ს ეზოში კარავი მოეწყო, სადაც პაციენტთა პრეტრიაჟი მოხდება.

კლინიკებში მოსული პაციენტები აღნიშნულ კარავში მიიღებენ კონსულტაციებს და სხვადასხვა სამედიცინო მომსახურეობას სპეციალურად დამტკიცებული რეკომენდაციებით.

საჭიროებისამებრ მოხდება მათი გადამისამართება სპეციალური საშვით კლინიკის ამბულატორიულ და სტაციონარულ სექტორებში ან ბოქსირებულ პალატაში დაკვირვებისთვის.

კლინიკების ადმინისტაციაში აცხადებენ, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება პაციენტთა და სამედიცინო დაწესებულების თანამშრომელთა ჯანმრთელობის უსაფრთხოებისთვის და კორონავირუსის გავრცელების რისკების გამოსარიცხად მიიღეს.