მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ქუთაისში ქრონიკული დაავადების მქონე პირები ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვენ

ქრონიკული დაავადების მქონე პირები დახმარებას ითხოვენ

ქუთაისში თირკმლის ქრონიკული დაავადების მქონე პირებმა, რომლებსაც მუდმივი დიალიზი სჭირდებათ, საპროტესტო აქცია გამართეს. პაციენტები ონკოლოგიურ ცენტრთან შეიკრიბნენ.

მათი განმარტებით, კლინიკაში არსებული დიალიზის 30 აპარატიდან 15-მდე დაზიანებულია.

სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან ჩამოსულ ადამიანებს საათობით ლოდინი უწევთ. ისინი ამბობენ, რომ ამის გამო მათ პროცედურა დაგვიანებით და არასრულად უტარდებათ.

პაციენტები ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვენ.