მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ქუთაისში რკინიგზის ხაზზე დაშავებული მუშის მდგომარეობა მძიმეა

ქუთაისის რეფერალური ჰოსპიტლის ფოტო

ქუთაისში რკინიგზის ხაზზე, სავარაუდოდ დენის დარტყმის შედეგად დაშავებული მუშის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

პაციენტს სხეულის სხვადასხვა არეში მრავლობითი მოტეხილობა აღენიშნება, ასევე დამწვარი აქვს სხეულის რამდენიმე პროცენტი.

ქუთაისის რეფერალურ საავადმყოში აცხადებენ, რომ მიმდინარეობს წინასაოპერაციო მოსამზადებელი პროცედურები.

ქუთაისში უბედური შემთხვევა 17 სექტემბერს მოხდა. ელექტო გადამცემის ხაზის დემონტაჟისას, სავარაუდოდ დენის დატყმის შედეგად ორი ადამიანი გარდაიცვალა, ერთი კი დაშავდა.