მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ყვარელში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 11 ადამიანი დაშავდა

არ გადაკვეთო

ყვარელში, ავტოავარიის შედეგად 11 ადამიანი დაშავდა. მიკროავტობუსის მგზავრები თელავიდან ყვარლის მიმართულებით გადაადგილდებოდნენ, როცა მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ბოგირს შეეჯახა. დაშავებულები სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა ყვარლისა და თელავის რეფერალურ საავადმყოფოში მოათავსეს.

„ჩემს კლინიკაში 8 პაციენტი შემოიყანეს. ორ მათგანს ჩავუტარეთ ქირურგიული ოპერაცია. ხვალ კიდევ ორი მგზავრის ოპერაციაა ჩანიშნული. მათ ძირითადად მოტეხილობები აღენიშნებათ. მათი ჯანმრთელობის მდგომარება ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია,”- განაცხადა თელავის რეფერალური საავადმყოფოს დირექტორმა, ხათუნა ჭონიაშვილმა.

მიკროავტობუსის მგზავრები თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში ცხოვრობენ. დაშავებულები თვითდასაქმებულები არიან და ისინი კახეთის მასშტაბით, კერძო პირებს, რთველში ეხმარებიან.

მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის, უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.