მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ყვარლის მუნიციპალიტეტის მერმა გმირების ხსოვნას პატივი მიაგო

როსტომ სესიაშვილმა გმირების ხსოვნას პატივი მიაგო

ყვარლის მუნიციპალიტეტის მერმა როსტომ სესიაშვილმა ადგილობრივი თვიმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად გმირების ხსოვნას პატივი მიაგო.

„2008 წლის აგვისტოს ომიდან 12 წელი გავიდა! რუსეთ-საქართველოს ომმა ასეულობით ჩვენი მოქალაქის სიცოცხლე შეიწირა, მათ შორის ჩვენი მუნიციპალიტეტიდან: პოლკოვნიკი დავით ელიზბარაშვილი - შილდიდან; ილია შავერდაშვილი - ენისლიდან; ზურაბ ტურაშვილი - ალმატიდან; გელა მებაღიშვილი - გავაზიდან; მათ სამშობლოსთვის თავგანწირვისა და გმირობის უდიდესი მაგალითი გვიჩვენეს და ქედს ვიხრით თითოეულის წინაშე! ეს იყო ყველაზე მძიმე დღეები ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში!“,- აცხადებს როსტომ სესიაშვილი.