მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ქვედა გეგუთის მოსახლეობამ აქცია გამართა

აქცია გეგუთში

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა გეგუთის მოსახლეობამ აქცია გამართა. ადგილობრივები სოფელში არსებულ პრობლემებს აპროტესტებენ.

მათი თქმით, სოფელს გზის, წყლის, კანალიზაციის და ნაგვის ურნების პრობლემა წლებია აქვს და ამ დრომდე არ მოგვარებულა. მათი განმარტებით, ხელისუფლება საარჩევნოდ დაპირებებს გასცემს, პრობლემას კი მხოლოდ საკუთარ მხარდამჭერებს უგვარებს და გზასაც მათ უბანში აგებენ.