მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ლაგოდეხში მოსახლეობასა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის დაპირისპირება მოხდა

მოსახლეობის პროტესტი

ლაგოდეხში ხელისუფლებასა და მოსახლეობას შორის გამართულ შეხვედრაზე ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება იყო.

თითქმის 2-საათიანი დაპირისპირება კონკრეტული შედეგის გარეშე დასრულდა.

ადგილობრივების მოთხოვნა ძალაში რჩება. ისინი სასმელ წყალზე მრიცხველების დემონტაჟს, ტარიფის გადახედვას და წყლის ხარისხის გაუმჯობესებას მოთხოვენ და აცხადებენ, რომ

წყალი, რომელიც ონკანებში მოედინება, სასმელად უვარგისია. საფასურის გადახდა კი სულადობის ნაცვლად მრიცხველის ჩვენებით უწევთ, რაც კომუნალურ ხარჯებს აორმაგებს.

დათმობაზე წასვლას არ აპირებს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია და მრიცხველების გაუქმებაზე უარს ამბობს.

ლაგოდეხელებმა აქცია ბოლო ერთი კვირის განმავლობაში უკვე მესამედ გამართეს და გზა გადაკეტეს.

მუნიციპალიტეტში, სასმელი წყლის პრობლემის მოსაგვარებლად, ბოლო 5 წლის განმავლობაში 13 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა, რაც ოპოზიციის თქმით, წყალში გადაყრილ თანხად ითვლება.