მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ლაგოდეხში სტიქიამ ოთხი სოფელი დააზარალა

ლაგოდეხში სტიქიამ ოთხო სოფელი დააზარალა

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში სტიქიამ სოფელი ბაისუბანი, უზუნთალა, მსხალგორი და კაბალი დააზარალა.

ათეულობით ოჯახი მოსავლის გარეშეა დარჩენილი.

ადგილობრივების ინფორმაციით, ძლიერმა წვიმამ, სეტყვამ და ქარმა, სრულად გაანადგურა ვენახები და ბოსტნეული.

ასევე, უხვი ნალექის შედეგად დაიტბორა საცხოვრებელი სახლების პიველი სართულები. განადგურდა საყოფაცხოვრებო ტექნიკა, ავეჯი, დაიხოცა შინაური ფრინველი.

მოსახლეობა მომხდარის მიზეზად სანიაღვრე არხების მოუწესრიგებლობას ასახელებს და პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს.

ამასთან, ზარალის ანაზღაურების მოთხოვნით, კაბლის მოსახლეობა სოფლის ცენტრში შეიკრიბა.

ადგილობრივ ხელისუფლებაში კი აცხადებენ, რომ სტიქიის ზონაში მთელი ღამის განმავლობაში ყველა შესაბამისი სამსახური იყო მობილიზებული. რაც შეეხება ანაზღაურებას, მუნიციპიალიტეტის მერის განმარტებით, საკითხს ზარალის აღწერის შემდეგ განიხილავენ.