მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ლაგოდეხში წყლის პრობლემასთან დაკავშირებით საპროტესტო აქცია გაიმართა

გზის გადაკეტვა

წყლის პრობლემასთან დაკავშირებით, საპროტესტო აქცია გაიმართა ლაგოდეხში.

მოსახლეობამ საქართველო-აზერბაიჯანის დამაკავშირებელი მთავარი ავტომაგისტრალი გადაკეტა.

ადგილობრივებმა ის გადაწყვეტილება გააპროტესტეს, რომელიც წყლის საფასურის სულადობის ნაცვლად მრიცხველის ჩვენებით გადახდასს გულისხმობს და რეგულაცია ივნისიდან უნდა ამოქმედდეს.

მოსახლეობას არც სარწყავი წყალი არ მიეწოდება და სარწყავადაც სასმელ წყალს იყენებენ. ამის გამო, აქციის მონაწილეები ფიქრობენ, რომ ასეთ შემთხვევაში, თვეში შესაძლოა 100 ლარამდე გადასახადის გადახდაც კი მოუწიოთ.

ისინი მრიცხველები მრიცხველების გაუქმებას მოითხოვენ.

მათთან გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელები მივიდნენ.

მხარეები შეთანხმდენენ, რომ ხვალ 18:00- ზე წყლის კომპანია და გუბერნატორის აპარატის წარმოამდგენლები მოსახლეობასთან შეხვედრას გამართავენ, სადაც აღნიშნულ საკითხს განიხილავენ.