მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ლანჩხუთის მერმა მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა

ლანჩხუთში ინფრასტრუქტურული სამუშაოები

ლანჩხუთში, მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე სარიშვილმა, პირველ მოადგილესთან ბიძინა იმნაიშვილთან ერთად აღმაშენებლის ქუჩაზე მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დღეს დაათვალიერა.

მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ამ დროისთვის სანიაღვრე არხებისა და ტროტუარების მოწყობა აქტიურად მიმდინარეობს, დაიგება გზის საფარი. პროექტი, რომლის ღირებულებაც 2 900 000 ლარს შეადგენს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება.

აღნიშნული სამუშაოების დასრულების შემდეგ აღმაშენებლის ქუჩა ავტობანს დაუკავშირდება.