მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ბაგა-ბაღების აღსაზრდელებისთვის საკვები პროდუქტის დარიგება დაიწყო

ლანჩხუთის ბაგა-ბაღებში პროდუქტების დარიგება

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ბაგა-ბაღების აღსაზრდელებისთვის საკვები პროდუქტის დარიგება დაიწყო. საქართველოში ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელებასთან დაკავშირებით, ააიპ "ლანჩხუთს სააღმზრდელო-საგანმანათლებლო ცენტრის" მართვაში არსებულ 21 ფილიალში სააღმზრდელო პროცესის შეჩერების გამო, კვების რაციონის სრული გათვალისწინებით, აღსაზრდელების მშობლებს ის პროდუქტები გადაეცათ, რომელიც ბავშვებისთვის იყო განკუთვნილი.

ასევე საკვები პროდუქტი მარტოხელა მოხუცებსა და მრავალშვილიან ოჯახებსაც გადაეცა.

"ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ბაგა-ბაღებში დღეს პროდუქტების გაცემა დაიწყო. 1145 აღსაზრდელი მიიღებს საკვებ პროდუქტებს", - განაცხადა ლანჩხუთის მერის მოადგილე, ეკა გუჯაბიძემ.