მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

სარეაბილიტაციო სამუშაოები

სოფელ ლესაში წყლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში მოეწყობა ცენტრალური მაგისტრალი და სათავე ნაგებობა, რის შედეგადაც 500 ოჯახი 24 საათიანი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი. სამუშაოები 700 000 ლარით ფინანსდება.

ქალაქის 9 ქუჩაზე რკინა-ბეტონის სანიაღვრე არხები მოეწყობა. ამ დროისთვის სამუშაოები ჭანტურიასა და წერეთლის ქუჩებზე ტარდება. პროექტის საერთო ღირებულება 1 170 000 ლარს შეადგენს.

მიმდინარე სამუშაოებს ლანჩხუთის მერმა, ალექსანდრე სარიშვილი ადგილზე გაეცნო.

ქალაქის სამ ქუჩაზე (კუპრეიშვილი, კვირკველია, გორგასალი) მიმდინარეობს მრავალბინიანი სახლების გადახურვა, რისთვისაც რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 390 000 ლარი დაიხარჯება.