მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მარნეულის კოლეჯში სტუდენტების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

კოლეჯის სტუდენტების დაჯილდოება

მარნეულის კოლეჯში, სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას მარნეულის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მერიის ცნობით, ღონისძიების ფარგლებში, სამსახსოვრო ჯილდოები გადაეცათ კოლეჯის იმ სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს, რომლებიც კორონავირუსით გამოწვეული საგანგებო მდგომარეობის დროს, მკაცრი საკარანტინო რეჟიმის პირობებში, მარნეულისა და ბოლნისის კლინიკებსა და პირველადი ჯანდაცვის ობიექტებში მუშაობდნენ.

დაჯილდოების ცერემონიას, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი ზაურ დარგალი, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე თამარ ქიტიაშვილი, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე კახა კობერიძე, კოლეჯის პარტნიორი ორგანიზაციის წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

„აღნიშნული ღონისძიების მიზანს, ჩვენი ქვეყნის ღირსეული მოქალაქეების მიმართ მადლიერების გამოხატვა და ამავდროულად, პროფესიული განათლების პოპულარიზაცია წარმოადგენდა“,- აღნიშნულია განცხადებაში.