მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მარნეულის კულტურის ცენტრი ონლაინ პროექტ „პორტრეტი“-ს ახორციელებს

კულტურის ცენტრი მარნეულში

მარნეულის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრი, კორონავირუსის პანდემიის დროს, ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის მიერ შემუშავებული რეკომენდაციების შესაბამისად, კულტურულ- საგანმანათლებლო აქტივობებს ონლაინ რეჟიმში აქტიურად ახორციელებს. ამის შესახებ ინფორმაციას მარნეულის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათი ცნობით, მიმდინარე ეტაპზე კულტურის ცენტრი, ონლაინ პროექტი „პორტრეტი“-ს ფარგლებში, მუნიციპალიტეტში მოღვაწე შემოქმედებითი ადამიანებისა და წრეების გამოფენებს და საქმიანობას აშუქებს;

პროექტის ფარგლებში, რომლის სლოგანია „გაიცანით ადგილობრივი ხელოვანები უკეთ“, უკვე წარმოაჩინეს სტუდია „HOBBY HOUSE" -ის, საზის ოსტატის, აშუღ - ბაფალი ალიევოღლი ადიგოზელოვის, ხელოვანი (ხელნაკეთი სამკაულები და აქსესუარები) მედეა ჭკადუასა და მხატვარ/ მეთოჯინე არმენ ოგანესიანის შემოქმედება;

„აღნიშნული პროექტი, რომელიც მაღალი პოპულარობით სარგებლობს ადგილობრივ მოსახლეობაში მიმდინარეა, მომავალშიც ბევრ საინტერესო ადამიანებსა და შემოქმედებით წრეებზე გვიამბობს“,- აცხადებენ მერიაში.