მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მარნეულში დევნილებისთვის სოფლის ტიპის დასახლება შენდება

მარნეულში დევნილებისთვის სოფლის ტიპის დასახლება შენდება

მარნეულში, იძულებით გადაადგილებული პირებისთვის სოფლის ტიპის დასახლება შენდება,რომლის ფარგლებშიც საკუთარი სახლით 31 დევნილი ოჯახი დაკმაყოფილდება. ამის შესახებ ინფორმაციას მარნეულის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

უწყების განმარტებით, სახლები იმ დევნილ ოჯახებს გადაეცემათ, რომლებიც მრავალი წელია ნგრევად შენობაში ცხოვრობენ.

„გერმანიისა და საქართველოს მთავრობების ნაყოფიერი თანამშრომლობის შედეგად, პროექტის დასრულების შემდეგ, ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტის ერთობლივი დაფინანსებით დასახლებაში საგზაო ინფრასტრუქტურა და გარე განათების სისტემები მოეწყობა. ასევე, აშენდება 120 ბავშვზე გათვლილი თანამედროვე სტანდარტების სააღმზრდელო დაწესებულება. 31 სახლი იმ დევნილ ოჯახებს გადაეცემათ, რომლებიც მრავალი წელია ნგრევად შენობაში ცხოვრობენ. გერმანიისა და საქართველოს მთავრობების ნაყოფიერი თანამშრომლობის შედეგად, პროექტის დასრულების შემდეგ, ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტის ერთობლივი დაფინანსებით დასახლებაში საგზაო ინფრასტრუქტურა და გარე განათების სისტემები მოეწყობა. ასევე აშენდება 120 ბავშვზე გათვლილი თანამედროვე სტანდარტების სააღმზრდელო დაწესებულება“, - აღნიშნავენ მარნეულის მერიის წარმომადგენლები.