მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მარნეულში ერთიანი ელექტრონული სისტემის დანერგვა მიმდინარეობს

ელექტრონული სისტემა მარნეულში

მარნეულის მუნიციპალიტეტში, ერთიანი ელექტრონული სისტემის დანერგვის მიზნით, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ტრენინგ-სემინარები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას მარნეულის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მერიის ცნობით, პროექტს, სახელწოდებით - „საქართველოს მუნიციპალიტეტებში ელექტრონული სერვისების დანერგვა და განვითარება“,მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტო ახორციელებს, რომლის მიზანია ელექტრონული მმართველობის ერთიანი სტანდარტის შექმნა საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, რაც ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტის ინსტიტუციურ გაძლიერებას, განვითარებას, საქმისწარმოების გამჭვირვალე პროცესებს, მეტ გამჭვირვალობას და სერვისებზე ხელმისაწვდომობის ზრდას.

პროექტის მიმდინარე ეტაპზე, ელექტრონული სისტემის დანერგვასთან დაკავშირებულ აქტივობებს მარნეულის მუნიციპალიტეტში, სააგენტოს ბიზნეს ანალიტიკოსი კახა ფუტკარაძე ახორციელებს.

ზემოაღნიშნული პროექტი, საქართველოს მუნიციპალიტეტებში, მუნიციპალური განვითარების ფონდსა და მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოს შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე ხორციელდება.