მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მდინარე მუხურაში 45 წლამდე კაცს ეძებენ

დაკარგული ტურისტი იპოვეს

მესტიის მუნიცეპალიტეტის სოფელ მულახში, მდინარე მუხურაში, 45 წლამდე კაცს ეძებენ. არსებული ინფორმაციით, კაცი იმ „დელიკის“ მარკის ავტომობილის მძღოლია, რომელიც წყალში რამდენიმე საათის წინ გადავარდა.

სოფელ მულახში მერის წარმომადგენლის განცხადებით, უკვე ნაპოვნია ავტომობილი, თუმცა მამაკაცი არც გარდაცვლილი და არც ცოცხალი მანქანაში არ იმყოფებოდა.

მდინარე მუხურაში კაცის სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს, რომელშიც მაშველებთან ერთად, ადგილობრივებიც მონაწილეობენ. ავტომობილის მფლობელი, არსებული ინფორმაციით, მესტიის მკვიდრია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს იმ პირის მიმართ, ვინც სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ადამიანის ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

დანაშაული ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით, ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.