დღეს, 12 ივლისს, 4 დღიანი სამძებრო სამუშაოების შედეგად მაშველებმა, მდინარე რიონში, 72 წლის კაცის ცხედარი იპოვეს.
მამაკაცი რამდენიმე დღის წინ გაუჩინარდა, გარდაცვლილის შვილის ინფორმაციით, მამამისი სახლიდან 9 ივლისს, საღამოს 16:00 საათზე გავიდა და მას შემდეგ აღარ უნახავთ. მოგვიანებით, მამაკაცის ტანსაცმელი მდინარე რიონის სანაპიროზე იპოვეს, რის შემდეგაც სამძებრო სამუშაოები მდინარეში დაიწყო.
სამძებრო სამუშაოებში ჩართული იყო სამტრედიისა და ქუთაისის სამაშველო ბრიგადები.