მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მდინარე რიონში მაშველები კაცს ეძებენ

მდინარე რიონი

სამტრედიაში, მდინარე რიონში მაშველები 72 წლის კაცს ეძებენ. სამძებრო ღონისძიებები მდინარეში მას შემდეგ დაიწყო, რაც მდინარის ნაპირზე დაკარგული კაცის ტანსაცმელი იპოვეს.

დაკარგულის შვილის თქმით,72 წლის კაცი მდინარეზე გუშინ წავიდა და გაუჩინარდა.

სამაშველო ღონისძიებებში სამტრედიის და ქუთაისის სამაშველო ჯგუფები არიან ჩართული. ასევე სამძებრო ღონისძიებებში იყენებენ, საფრენ აპარატს და წყლის სკანერს.