მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მელე-ლასდილის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

მელე-ლასდილის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

მელე-ლასდილის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. ამის შესახებ ინფორმაცის საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. 

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი (წყალტუბოს გადასახვევი)-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის კმ125-კმ157 (მელე-ლასდილი) მონაკვეთზე, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

დეპარტამენტის ინფორმაციით, საავტომობილო გზის კმ1-კმ125 (წყალტუბოს გადასახვევი-მელე) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.