მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მესტიაში ხანძარს მესამე დღეა აქრობენ

ხანძრის ქრობა ვერტმფრენით

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ იდლიანის ტყეში გაჩენილი ხანძრის ჩაქრობაში 110 მეხანძრე-მაშველი, 3 ვერტმფრენი და ადგილობრივების ჯგუფია ჩართული.

მიუხედავად იმისა, რომ ტერიტორია მიუვალია, ისინი მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ. ადგილობრივები ამბობენ, რომ ამ ეტაპზე ევაკუაცის საჭიროება არ არსებობს, თუმცა, მათ ტერიტორიას ბავშვები მაინც განარიდეს.

ცეცხლი იდლიანში 5 ივლისს ღამით, სავარაუდოდ, მეხის ჩამოვარდის შედეგად გაჩნდა.