მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მესტიის გზაზე მეწყერი ჩამოწვა

მესტიაში მეწყერი ჩამოწვა

მესტიაში, ზუგდიდი-ჯვარი-მესტიის საავტომობილო გზის შავღელეს მონაკვეთზე მეწყრული პროცესები განვითარდა.

ჩამოწოლილმა მიწამ გზა ჩახერგა და გადაადგილება ამ დრომდე პარალიზებულია.

მესტიის მერიაში ამბობენ, რომ ადგილზე სპეციალური ტექნიკა მუშაობს, თუმცა, ძლიერი წვიმის გამო შეფერხებულია მუშაობა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.