მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მოკლული 37 წლის ვისო მუთოშვილისა და მკვლელობაში ბრალდებული ქავთარაშვილების ოჯახების შერიგება არ შედგა

ხეობის მოსახლეობა

მუთოშვილებთან მოლაპარაკებაზე ხეობის მაცხოვრებლები და თბილისიდან ჩასული სპორტსმენები იმყოფებოდნენ. გადაწყვეტილება მუსლიმური რელიგიური დღესასწაულის, რამადანის დასრულების შემდეგ, მიიღეს.

თუმცა, ოჯახმა შეთავაზებაზე უარი განაცხადა და შარიათის კანონის დამორჩილებისა და სიახლის აღების წესი დატოვა ძალაში. შერიგების ბოლო ასეთი მცდელობა რამდენიმე თვის წინაც იყო, როცა ხეობაში სპეციალური მოწვევით, ჩეჩნეთიდან ჩამოსული გავლენიანი პირები იმყოფებოდნენ.

ვისო მუთოშვილი გასული წლის ნოემბერში მოკლეს. შეიარაღებული ჯგუფის წევრები მას თავს სოფელ საკობიანოსთან დაესხნენ დაიჭრა სამი ადამიანი. ფაქტზე დაკავებულების სასამართლო პროცესები ამ დრომდე გრძელდება. მუთოშვილებსა და ქავთარაშვილებს შორის დაპირისპირება ჰესების გამო დაიწყო.