მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„მონებო, პოლიციელივით მოიქეცით“ - დაპირისპირება აჭარის მთავრობის სახლთან

დაპირისპირება აჭარის მთავრობის სახლთაან

აჭარის მთავრობის სახლთან ხმაური და დაპირისპირებაა.

აქციის მონაწილეები სამართალდამცველებს დაუპირისპირდნენ.

პოლიცია აქტივისტებს გზის სავალი ნაწილიდან გადასვლისკენ მოუწოდებს, ისინი კი არ ემორჩილებიან.

„მონებო, პოლიციელივით მოიქეცით, რატომ მოდიხართ პროვოკაციაზე“, - ამ სიტყვებით მიმართავს აქციის მონაწილე სამართალდამცველებს.

როგორც ცნობილია, დაკავებულია რამდენიმე აქტივისტი.

ამ წუთებში ადგილზე მობილიზებულია სამართალდამცველთა ჯგუფი.

ცნობისთვის, ბათუმში, მთავრობის სახლის წინ, ოპოზიციის მხარდამჭერები არიან შეკრებილი. ისინი აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ თორნიკე რიჟვაძის ხელმძღვანელობით მთავრობის სხდომა არ უნდა ჩატარდეს.

აგრეთვე, დაგაინტერესებთ:

👉 ბათუმში ოპოზიციის აქცია განახლდა

👉 პროტესტის მეორე დღე და კარვები პარლამენტთან