მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ორგანიზაცია „ამბრელამ“ პროექტი „ზრდის დროა“ დაიწყო

ახალი პროექტი

ახალგაზრდული მუშაკების გაძლიერების მიზნით ორგანიზაცია „ამბრელამ” რეგიონებში მოქმედი ახალგაზრდულ ცენტრებთან ერთად ახალი პროექტი „ზრდის დროა” დაიწყო.

ახალგაზრდული ორგანიზაციის „ამბრელა” პროექტის „ზრდის დროა” ფარგლებში, სოფელ მისაქციელში ახალგაზრდული მუშაკების გაძლიერების მიზნით 5 დღიანი ტრენინგ კურსი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობას იღებდა სხვადასხვა მუნიციპალიტეტში მომუშავე 25-მდე მოქმედი და დამწყები ახალგაზრდული მუშაკი.

,,ახალგაზრდული ცენტრების განვითარების ხელშეწყობა, დემოკრატიული ჩართულობის ხარისხის ზრდისა და მათ საქმიანობაში ჩართული ახალგაზრდული მუშაკების კომპეტენციების გაძლიერების გზით - მისივე განმარტებით ახალგაზრდული მუშაკების როლი ძალზედ მნიშვნელოვანია ახალგაზრდების გაძლიერების და მათ მიერ ლოკალურ დონეზე გამოწვევების აღმოფხვრისთვის”,- განაცხადა „ამბრელას“ ხელმძღვანელმა სლავა მეჟდოიანმა.

ტრენინგის მიმდინარეობისას ახალგაზრდულ მუშაკებს ახალგაზრდობის სააგენტოს წარმომადგენლები ესტუმრნენ, რომლებმაც კურსის მონაწილეებს სააგენტოს მიერ დაგეგმილი რეფორმის შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდეს.

პროექტს „ზრდის დროა” ახორციელებს ახალგაზრდული ორგანიზაცია „ამბრელა” და მასში ჩართულია საქართველოს რეგიონებში მოქმედი სხვადასხვა ახალგაზრდული ცენტრი და ორგანიზაცია: მცხეთის, (წეროვანი), ბორჯომის, ლაგოდეხის, მარნეულის (ალგეთი და წითელი სოფელი), თეთრიწყაროს, ყვარელის, კასპის, გარდაბანის (მარტყოფი) მუნიციპალიტეტებიდან.

პროექტი დაფინანსებულია ევროპის საბჭოს ევროპის ახალგაზრდული ფონდის მიერ. იგი ასევე გულისხმობს ევროპის საბჭოს მიერ შემუშავებული ახალგაზრდული პორტფოლიოს თარგმნას და გავრცელებას. ახალგაზრდული პორტფოლიოს დაბეჭდვას და გავრცელებას მხარს უჭერს ახალგაზრდობის სააგენტო.