მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პანკისში მოსახლეობამ აქცია გამართა

აქცია პანკისში

პანკისის ხეობის სოფელ ჯოყოლოს მოსახლეობამ აქცია გამართა.

ადგილობრივები, კომპანია "ენერგო- პრო ჯორჯიას" ერთ-ერთი კერძო პირის მიწის ნაკვეთის უკანონო შეძენაში ადანაშაულებენ.

მოსახლეობა მწყობრიდან გამოსული საყრდენების და ელექტროგადამცემი ხაზების შეცვლასაც ითხოვს.

მათი თქმით, ელექტრო ბოძები იმდენად დაზიანებულია, რომ დენის გადატანის საფრთხე არსებობს.

"გადამცემ სადგურს, რომელიც ვითომ რეაბილიტაცია უნდა ჩატარებოდა, კერძო პირის ეზოში დგას. საყრდენები წაქცევაზეა, ელექტროგადამცემი ხაზები ძაფებითაა მიბმული. მუდმივი საფრთხის ქვეშ ვცხოვრობთ, თან დენი არ გვაქვს. ამ წუთშიც ელექტროენერგია არ მოგვეწოდება",- განაცხადა ადგილობრივმა სულხან ბორძიკაშვილმა.

კომპანია "ენერგო- პროს" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ავთანდილ დვალიშვილი ადასტურებს, რომ სოფელ ჯოყოლოში პრობლემა ნამდვილად არსებობს.

მისივე ინფორმაციით, რეაბილიტაციის პროექტზე უკვე მუშაობს კომპანია. რაც შეეხება, კერძო პირის ტერიტორიის არასწორ შესყიდვას, დვალიშვილის თქმით, ინფორმაცია არ აქვთ, რადგან შესყიდვა წინა წლებში, კახეთის ენერგო- დისტრიბუციის პირობებში განხორციელდა.

პანკისის ხეობის სოფელ ჯოყოლოს მოსახლეობამ, ანალოგიური მოთხოვნით, აქცია რამდენჯერმე გამართა.