მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ფოთში ქუჩები დაიტბორა

წყალდიდობა ფოთში

9 ივლისს, გვიან ღამით ფოთში ძლიერი წვიმის შედეგად ქალაქის ქუჩები და საცხოვრებელი სახლები დაიტბორა.

წვიმამ დააზიანა საცხოვრებელი კორპუსები, სადაც გადახურვითი სამუშაოები მიმდინარეობს.

ადგილობრივები ამბობენ, რომ ყოველი ძლიერი წვიმის დროს ქალაქში მსგავსი პრობლემა დგება.

მერიაში განმარტავენ, რომ ამ ეტაპზე სამუშაო ჯგუფები გასულია სხვადასხვა ლოკაციაზე, სპეციალური კომისია კი ზარალის ოდენობას შეისწავლის.