მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ფოთში „ქართული ოცნების“ კანდიდატმა აფხაზეთში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო

„ქართული ოცნების“ ფოთის, ხობის და სენაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ირაკლი ხახუბიამ აფხაზეთში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო

„ქართული ოცნების“ ფოთის, ხობის და სენაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ირაკლი ხახუბიამ ფოთის შტაბის ხელმძღავნელთან ალექსანდრე ტყებუჩავასთან ერთად, სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, აფხაზეთში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.

ხახუბიას თქმით, საქართველო აღარასოდეს დაუშვებს ძმათამკვლელ ომს და დასძინა, რომ მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს.

„1993 წლის 27 სექტემბერი ერთ-ერთ ყველაზე ტრაგიკული დღეა საქართველოსთვის. უდიდეს ტკივილს და დანაკარგს, რომელიც ამ დღეს თან ახლავს, ვერაფერი აანაზღაურებს. მინდა, კიდევ ერთხელ ქედი მოვიხარო საქართველოს უახლესი ისტორიის გმირების წინაშე, რომლებმაც თავი გასწირეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის. დღეს ჩვენ პატივი მივაგეთ მათ ხსოვნას. საქართველო აღარასოდეს დაუშვებს ძმათამკვლელ ომს, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას ჩვენ შევძლებთ მშვიდობიანი გზით. მშვიდობას ალტერნატივა არა აქვს,“- აღნიშნა ირაკლი ხახუბიამ.

დეპუტატობის კანდიდატი ფოთის აღდგომის სახელობის საკათედრო ტაძარში აფხაზეთის ომში დაღუპულთა მოსახსენიებელ პანაშვიდს დაესწრო, რომლიც ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა მეუფე გრიგოლმა აღასრულა.